შეწყალების კომისიის შეკრებას 800-ზე მეტი პატიმარი უკვე ნახევარი წელია უშედეგოდ ელის.
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს რომ შეწყალების მომლოდინე პატიმრებში კომისიის მუშაობის განახლების გაჭიანურებამ პროტესტი გამოიწვიოს და მათ უკიდურეს ფორმებს მიმართონ. მისი თქმით, აუცილებელია დაგროვილი საქმეები მაქსიმალურად მოკლე დროში განიხილონ.
„მე მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ამ პროცესების დაგვიანებამ და დროში გაწელვამ გამოიწვიო მღელვარებამ პატიმრებში. რამდენჯერმე მახსოვს შემთხვევა, როცა საპროტესტო აქციები, შიმშილობაც იყო გამოცხადებული, როცა პატიმრები ითხოვდნენ გარკვეული საკითხების დაუყოვნებლივ განხილვას და უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვდნენ პრეზიდენტისა და კომისიისგან,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი, უჩა ნანუაშვილი.
შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი, იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ კომისიაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, რამდენიმე ასეული განცხადება იქნება შესული, გარდა ამისა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის დაიწყებს კომისია მუშაობას. პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამ დროისთვის მუშაობა მიდის კონცეფციაზე, რაშიც იუსტიციის სამინისტროც ჩართულია.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.