23 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ფინანსური დარღვევები აფხაზეთის მთავრობაში - აუდიტის კრიტიკული დასკვნა 

ფინანსური დარღვევები აფხაზეთის მთავრობაში - აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც აფხაზეთის მთავრობას ეხება, საკმაოდ კრიტიკული შინაარსისაა. 

აუდიტის სამსახურმა  2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და დაადგინა, რომ აფხაზეთის მთავრობას ბიუჯეტის ნაწილში ხარვეზები აქვს, რომელიც კონკრეტულად სოციალური დახმარებების გაცემას ეხება. 

ირკვევა, რომ რეგიონის ლეგიტიმური მთავრობა წელიწადში რამდენჯერმე გასცემს სოციალურ დახმარებას ერთსა და იმავე პირებზე მაშინ, როცა მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ათასობით ადამიანს უარს ეუბნება.

გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია მივლინების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც. საეჭვოა უცხოეთში განხორციელებული მივლინებების მიზნობრიობა.   

„2017 წელს მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სოციალური მდგომარეობის გამო, გაიცა 97,600.00 ლარის მატერიალური დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მდგომარეობის გამო, მატერიალური დახმარებები 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ასიგნებებში. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ მაშინ, როდესაც მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის რიგი განცხადებები არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ან არც დაკმაყოფილებულა და არც გადაგზავნილა. სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები,“ - ნათქვამია აუდიტის დასკვანში. 

დღის ამბები