03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
აკადემიის სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ხმაურიანი აქცია სამხატვრო აკადემიასთან სტუდენტების მხრიდან რექტორის კაბინეტში შეჭრით დამთავრდა, რის შემდეგაც გუგუშვილი აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და მათ კითხვებს მოუსმინა.

სტუდენტები ახალ რექტორს სამომავლო გეგმების გაცნობას სთხოვდნენ, რაზეც გუგუშვილმა მათ საარჩევნო პროგრამის გაცნობა ურჩია. ნახევარსაათიანმა შეხვედრამ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე ჩაირა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ რექტორმა მათ შეკითხვებს არ უპასუხა. გუგუშვილი კი დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს. თუმცა განმარტავს, რომ აქციის მონაწილეების უმეტესობა არა სტუდენტები, არამედ კურსდამთავრებულები და აკადემიის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ.

აქციის მონაწილეებთან დიალოგი სცადეს პროფესორ-მასწავლებლებმაც, მაგრამ სტუდენტებმა მათთან საუბარი არ მოისურვეს.

დღესვე აკადემიის ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის სასწავლებელში დაბრუნებასაც სტუდენტები ითხოვდნენ, განაცხადა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ის სასამართლოში იჩივლებს.

აქცია სამხატვრო აკადემიასთან ამ დროისთვის დასრულებულია. 

დღის ამბები