19 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მსუბუქი ავტომობილების შეჯახებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გვიან რამით ცირკთან ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან 10 წლამდე. 

დღის ამბები