22 ივნისი 2024,   14:59
ვრცლად
მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მორიგი აქცია საფრანგეთის ქალაქებში მასშტაბური არეულობით დასრულდა

მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მორიგი აქცია საფრანგეთის ქალაქებში კვლავ მასშტაბური არეულობით დასრულდა. ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მათგან 5 ათასამდე კი დედაქალაქში.

პარიზში შეტაკებების დროს, ერთ-ერთმა აქტივისტმა ხელის მტევანი დაკარგა. პოლიციის ცნობით, მან ძალოვანების მიერ დემონსტრანტების მიმართულებით ნასროლი ყუმბარის უკან გადაგდება სცადა, რა დროსაც ის ხელში აუფეთქდა. რადიკალურად განწყობილმა მომიტინგეებმა იერიში მიიტანეს პარლამენტის შენობაზე, დაწვეს ავტომობილებიც.

არეულობის დროს 8 სამართალდამცველი მსუბუქად დაშავდა, დააკავეს აქციის 40-მდე მონაწილეც.


 

დღის ამბები