ლიეჟის კონგრესში ქართველთა შეკრებაზე განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციად აფასებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ადგილზე წარმოდგენილია სუს-ის აგენტურა და ამ ქმედებით საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო კანონები დაარღვია.
„თქვენ ნახეთ, რომ ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ. აქ ჩამოსული არიან სუს-ის ჯგუფი, რაც არის დარღვევა დიპლომატიური წესების, იმიტომ, რომ თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მითუმეტეს უცხოეთში არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებენ ევროპაში,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ მოვლენას ხელისუფლების ფეიქტელევიზიები გააშუქებენ ისე თითქოს შეხვედრა მიმდინარეობდა დიდი ხმაურის არეულობის ფონზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით მთელი მექანიზმი არის უმარტივესი- ივანიშვილს სურს, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია დღევანდელი შეხვედრის.
„იქით არის ის ხალხი, ვინც დაკეტა ამერიკელი მასწავლებლის პროგრამა საქართველოში იქით არის ის ხალხი, ვინც დაკეტა ამერიკული ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი ბათუმში და მიაშენა ჯერ ლოჟები და მერე შეცვალა საერთოდ. 140 მილიონი დოლარი, რომლეიც გამოყო ამერიკის მთავრობამ, გუგული მაღრაძემ, რომელიც მოუწოდებს ხალხს, რომ ბევრი არ ჭამონ, შეჭამეს მან და მისმა შვილმა დანარჩენ ქოცებთან ერთად. ეს არის მთავრობა, რომელმაც გააუქმა სკოლის გამოცდები. ერთი სიტყვით, იქით არის სიბნელე და აქეთ არის სინათლე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ემიგრანტების მიერ 2 მილიარდნახევარი დოლარია გადარიცხული ბიუჯეტში.
„თქვენ ყველანი ინახავთ საქართველოს. როდესაც ივანიშვილის დაჰპირდა ხალხს უფასო ფულს, უფასო ფული ხალხმა ვერ მიიღო. უფასო ფული მიიღო მან,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.