21 მაისი 2024,   14:07
ვრცლად
სესიაზე მთავარი თემა "თიბისი ბანკის" საქმე იქნება - ოპოზიცია განცხადებების გაკეთებას გეგმავს
დღევანდელ სესიაზე მთავარი თემა თიბისი ბანკის საქმე იქნება. ოპოზიცია განცხადებების ფორმატში ტრიბუნის გამოყენებას გეგმავს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ისაუბრობს ხელისუფლების ზეწოლაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ.
 
დეპუტატები ოპოზიციიდან დარწმუნებულები არიან, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მიმდინარეობს, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს უმრავლესობა. ქართულ ოცნებაში უარყოფენ ხელისუფლების როლს ამ საქმეში.
 
დებატების კიდევ ერთი თემა სხდომაზე დაგროვებითი პენსიის რეფორმა იქნება.
 
ევროპული საქართველოს წევრები კონკრეტულ ციფრებს გაასაჯროვებენ, რითაც ამტკიცებენ, რომ პროექტის ამოქმედებიდან დღემდე ბიუჯეტში მილიონობით ლარი უკვე შევიდა, თუმცა, მოქალაქეებს არ აქვთ გარანტია, რომ თანხას მათ წლების შემდეგ ვინმე უკან დაუბრუნებს.
 
ოპოზიცია სესხებზე დაწესებული რეგულაციების შესახებაც ისაუბრებს. 
დღის ამბები