საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი მის მიერ გახმოვანებულ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 5 წევრის შესაძლო გაწვევას ეხება.
ჩუგოშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ გუშინ პლენარულ სხდომაზე თანაგუნდელებთან შეუთანხმებლად გაახმოვანა აღნიშნული ინიციატივა და მზადაა, რომ კონსულტაციები გაიაროს.
ჩუგოშვილი ინციატივის განმარტებისას ამბობს, რომ იმ შემთვევაში თუ თავად საბჭო არ შეაჩერებს უვადოდ დანიშვნას, მაშან პარლამენტმა 5-ვე წევრი უკან უნდა გაიწვიოს.
„ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში არის პირადად ჩემი რეკომენდაციით. მე ახსნა და დასაბუთება არ მჭირდება ნაზი ჯანეზაშვილის როლთან დაკავშირებით. მე საუბარი მექნება ნაზისთანაც, მექნება საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. მექნება, უპირველეს ყოვლისა, ჩემს კოლეგებთან იმიტომ, რომ გუშინ ეს ინიციატივა გავაჟღერე ისე, რომ არ მქონია შეთანხმებული არავისთან. ვეცდები, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულო და სამართლიანი ფორმით მივიღოთ გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროება საერთოდ დადგება, იმიტომ, რომ მე ჯერ კიდევ იმედი არ დამიკარგავს, რომ იუსტიციის საბჭოს ეყოფა გონიერება და გააკეთებს განცხადებას, რომ ისინი აჩერებენ უვადოდ დანიშვნას,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.