„ამ ადამიანების ნაწილს უბრალოდ არ ესმის, რას ნიშნავს დანაშაულებრივი რეჟიმი, ნაწილი თავად წარმოადგენს დანაშაულებრივ რეჟიმს,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას.
სერგო რატიანის აზრით, ვინც „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას მხარი დაუჭირა, ან თავად არ იციან, რა არის დანაშაულებრივი რეჟიმი, ან თავად წარმოადგენენ ასეთ რეჟიმს.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, მათი მთავარი მიზანი იმ პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციაა, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს.
„მათ პარტბილეთები უდევთ ჯიბეში, რომლებიც იყვნენ, როგორც წესი, შევარდნაძის რეჟიმის მხედრიონის და ა.შ, მაგ დროის მსახურები. ძირითადი მათი მიზანი არის იმ პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია, რომელიც 2008 წელს რუსებს ებრძოდა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.