ბექა ნაცვლიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან კობერიძე ეხმაურება. დეპუტატის თქმით, ნაცვლიშვილის გუნდიდან წასვლა დიდი დანაკლისია.
„ბექა არის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოში და მისი წასვლა უმრავლესობიდან, ჩემთვის იქნება, როგორც გუნდის წევრისთვის, ძალიან დიდი დანაკლისი. წარმატებას ვუსურვებ მას და ყველანაირად ვეცდები, რომ ხელი შევუწყო მის პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩემს კოლეგას,“ - განაცხადა კობერიძემ.
საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო, რაც დეპუტატის გუნდიდან წასვლის მიზეზი გახდა.