19 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა დასრულდა

"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, გუნდიდან არავინ გაურიცხავთ. მისი თქმით, არავის გარიცხვის საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა. 

ნუკრი ქანთარიას თქმით, შეხვედრის დასაწყისში მან ახსნა, თუ რატომ დაუჭირა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი.

„ხმა მივეცი და ავხსნი მე დასაწყისში, რატომ მივეცი, მაგრამ ისიც ვთქვი, რომ მე გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ ვნახოთ, როგორ წავა ეს შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში, წასვლა-მოსვლის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მან მედიასთან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, თუმცა ქანთარიამ დეტალები არ დააკონკრეტა. მისი თქმით, სიახლეებსა და ინიციატივებზეც ისაუბრეს. 

„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, მოგეხსენებათ და ასეა ამჟამადაც. იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული ჯგუფის ჩვენი და იყო ძალიან საქმიანი, გულწრფელი და ძალიან ბევრ პრობლემაზე მოხდა პირუთვნელი საუბარი. არავინ არავის არ გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე ინფორმაციაც გავიგეთ, გვქონდა საუბარი და საერთოდ პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს,“ - განაცხადა ქანთარიამ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები