17 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
ბესელია მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ახალ პროექტს, არასამთავრობოებსა და დიპლომატებს წარუდგენს

ახალ პროექტს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას გუნდი დღეს სამოქალაქო სექტორსა და დიპლომატებს წარუდგენს. დეპუტატები არასამთავრობო და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ინიციატივასთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებს მოისმენენ. სიახლის პარლამენტში დარეგისტრირება მიმდინარე კვირას იგეგმება და მასში ყურადღება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერებაზე გამახვილდება.

"ამ რეკომენდაციებს ეფუძნება ჩვენი ახალი ხედვა, რომელიც გულისხმობს რომ უზენაეს სასამართლოს ჰყავდეს ისეთი მოსამართლეები, რომლებთაც ექნებათ არჩევის ძალიან მაღალი სტანდარტი, მაღალი კრიტერიუმები. ჩვენი პროექტი, რომელიც გვინდა რომ გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორს და პროფესიულ წრეებს, მიზნად ისახავს რომ ყველას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია კონსენსუსი იყოს მიღწეული,"-აცხადებს ეკა ბესელია. 

პოზიციების შეჯერებაზე ამახვილებს ყურადღებას ბესელიას თანამოაზრე გედევან ფოფხაძე და აცხადებს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს არასამთავრობოების, პროფესიული და აკადემიური წრეების მოსაზრებები.

"იუსტიციის საბჭოს არ უნდა მიეცეს კანონით იმის შესაძლებლობა რომ ღირსეული კანდიდატები დაბლოკოს იმიტომ რომ ტავის უღირს კანდიდატებს შეუქმნას სასურველი ფონი,"-აცხადებს გედევან ფოფხაძე. 

დღის ამბები