17 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
ილიაუნის სტუდენტები რექტორს და საბჭოს წევრებს შეხვდნენ

მორიგი სამუშაო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი სასწავლებლის რექტორს და საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტუდენტების ნაწილის იმ მოთხოვნის შესახებ ისაუბრეს, რომელიც უნივერსიტეტში ბიზნესსკოლის აღდგენას უკავშირდება.

სტუდენტებმა ადმინისტრაციას კონკრეტული წინადადებები შესთავაზეს, რომლის წარდგენაც გიგა ზედანიამ მათ წერილობით მოსთხოვა. დასკვნითი შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას შედგება.

შეხვედრა ორმა სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სასწავლებლის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.

ილიაუნის რექტორის, გიგა ზედანიას თქმით, სტუდენტებს გარკვეულ შეთავაზებებზე ადმინისტრაცია წერილობით უპასუხებს და შემდეგ კვლავ შეხვედრა შედგება. 

დღის ამბები