27 ივნისი 2024,   21:48
ვრცლად
ტრამპის გზავნილი ჩრდილო კორეას - თუ ფხენიანი სარაკეტო პოლიგონის აღდგენაზე მუშაობას დაიწყებს, აშშ სანქციებს დააწესებს

აშშ-ს პრეზიდენტის გზავნილი ჩრდილო კორეას - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმედგაცრუებული დარჩება, თუ დადასტურდება, რომ ჩრდილო კორეა სარაკეტო პოლიგონის აღდგენაზე მუშაობს. ვაშინგტონში უკვე ამზადებენ სანქციების ახალ გეგმას, რომელსაც იმ შემთხვევაში დაუწესებენ, თუ ფხენიანი ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს. ინფორმაცია სოხეს სარაკეტო პოლიგონზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე გუშინ გავრცელდა. სპეციალისტებმა თანამგზავრით გადაღებული ფოტო მასალა გაშიფრეს და პოლიგონზე გარკვეული აქტიურობა შენიშნეს. ობიექტის დემონტაჟი ჩრდილო კორეამ კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შარშანდელი შეხვედრის შემდეგ დაიწყო, მაგრამ პროცესი მალევე შეაჩერა. 

დღის ამბები