16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
როგორც კი რეზოლუციაზე ხელისმომწერი დეპუტატები თავიანთ ქვეყნებში გააუქმებენ გამჭვირვალობის რეესტრებს, საქართველოც მზად არის მაშინ ამ დისკუსიაში ჩაერთოს - არჩილ თალაკვაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იზიარებენ. "ქართული ოცნების" წევრები, პარალელს ისევ ევროპის ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობასთან ავლებენ.

"როგორც კი რეზოლუციაზე ხელისმომწერი დეპუტატები თავიანთ ქვეყნებში გააუქმებენ გამჭვირვალობის რეესტრებს, საქართველოც მზად არის მაშინ ამ დისკუსიაში ჩაერთოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ჯერჯერობით რეალობა არის ის, რომ ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს გამჭვირვალობის რეესტრები, დანარჩენ 12 ქვეყანას კი ევროკომისიამ მოუწოდა შეიმუშაოს ასეთი რეესტრები. საქართველომ კი მიიღო ის მექანიზმი, რომელიც ევროპას აქვს. აქ საჭიროა დავიცვათ ერთი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია და ამაზე დაფუძნებული კრიტიკა ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი დარჩება," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევას.

დღის ამბები