27 ივნისი 2024,   22:05
ვრცლად
1 დაღუპული და 16 დაშავებული - აფეთქება ავღანეთში შიიტი მუსლიმების შეხვედრაზე 

თავდასხმას ავღანეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. აფეთქება შიიტი მუსლიმების შეკრებაზე მოხდა. შეხვედრის დროს, რომელიც შიიტების ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების წლისთავს ეძღვნებოდა, 10 ჭურვი აფეთქდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, კიდევ რამდენიმე კი, ალყაში ჰყავთ მოქცეული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

დღის ამბები