17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
ქართული ავიაცია კრიზისშია - "აირზენას" დამფუძნებელი ხელისუფლების ავიაპოლიტიკას აკრიტიკებს

ქართული ავიაცია კრიზისშია. აირზენას დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი, აეროპორტის წინ აქციაზე მეგაფონით ხელში ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებასა და თურქულ ტავ ჯორჯიას კაბალურ შეთანხმებას ეროვნული ავიახაზები ეწირება.

თბილისის აეროპორტს კომპანია ტავი მართავს, ის უწესებს მოსაკრებელს ყველა გადაყვანილ მგზავრზე ავიაკომპანიებს.

აირზენაში ამბობენ, რომ მაღალ გადასახადებს ვეღარ უმკლავდებიან.

ტავის დაწესებული აეროპორტის მოსაკრებელი ბილეთის ფასზე აისახება. მგზავრობა ძვირდება, მგზავრების რაოდენობა მცირდება და შესაბამისად, ქართლი ავიაკომპანია, რომელიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე ოპერირებს, კრიზისშია.

აირზენას დამფუძნებელი ამბობს, რომ ერთადერთ მსხვილ ქართულ ავიაკომპანიას, რომელიც ფრენებს თბილისიდან 18 მიმართულებით ახორციელებს, ხელისუფლების ხელშეწყობა არა აქვს და, თუ და ასე გაგრძელდება, საქართველო ნაციონალური ავიახაზების გარეშე დარჩება.

იმის გამო, რომ მოქალაქებს თბილისიდან ძირითადად ფრენა ღამით და გადაჯდომით უწევდათ, აირზენამ გასულ წელს დედაქალაქიდან 10-მდე პირდაპირი რეისი დაამატა და მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შემდეგ გაიაშვილი საელმწიფოსა და აეროპორტის მმართველი ტავისგანაც ხელშეწყობას ელოდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.

ახლა აირზენას ტავის 9 მილიონი ვალი აქვს. გაიაშვილი აცხადებს, რომ ვალის გადახდას, რამდენიმე მიზეზის გამო, არ აპირებს, მათ შორის, ერთ-ერთი უხარისხო მომსახურებაა.

ეროვნული ავიახაზების ბრალდებებს ტავ ჯორჯია უარყოფს.

ჯორჯიან ეარვეისის დაფმუძნებელი, თამაზ გაიაშვილი, სახელმწიფოსგან სპეციალური კომისიის შექმნას და საკითხის დარეგულირებაში ჩართვას ითხოვდა, ეს პროცესი კი პრემიერმინისტრმა ორ კერძო კომპანიას შორის დავად შეაფასა.

ამავე თემაზე
დღის ამბები