19 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"ახალი საქართველოს" რიგით მეორე ყრილობა - პარტიამ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩია

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" რიგით მეორე ყრილობა – დელეგატებს პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს. პოლიტიკოსების თქმით, მთავარი მიზანი არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ყველა დასავლურ ორიენტაციის პარტიასთან. გაერთიანების წევრები აუცილებლად მიიჩნევენ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებასაც. დღევანდელ ყრილობაზე ახალ საქართველოს სახელიც შეეცვალა და ის სამოქალაქო გაერთიანების ნაცვლად პოლიტიკური პლატფორმა გახდა. დღესვე აირჩიეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.

პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს რომ მის პარტიას ძლიერი პოლიტიკური პარტნიორები ჰყავს და ეს პოლიტიკური ძალა იბრძოლებს ქვეყანაში სიკეთის მოსატანად. 

გიორგი ვაშაძე-ის სურათის შედეგი"ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, წარმატებული, ბედნიერი და რაც მთავარია თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და რაც მთავარია, საქართველო არ იქნება ისეთი მაჩანჩალა, როგორიც არის დღეს. გაჭირვებას აუცილებლად დავამარცხებთ, როცა ვიქნებით ერთად,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

 

 ყრილობას ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი ძალებით შეცვლის ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმს. 

გრიგოლ ვაშაძე-ის სურათის შედეგი"გაერთიანებული ოპოზიცია არამარტო არ იშლება, არ დაობს, არ კამათობს, არამედ სტრუქტურულად ერთიანდება იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აღკვეთოს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის თარეში,"-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.  

 

 

ახლადდაფუძნებული პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხლეისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშალა და ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. იგი გიორგი ვაშაძის წარმატებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისნაირ პოლიტიკოსებს სახელმწიფო უნდა დაეყრდნოს.

თაკო ჩარკვიანი-ის სურათის შედეგი„ქვეყანა არის კრიზისში შესული და მე ვფიქრობ აქ მონაწილე პოლიტიკოსები ყველანი ფიქრობენ, რომ ახლა გაერთიანებული საქართველოს დრო არის. ამ უსუსურ და უბადრუკმა საკანონმდებლო ორგანომ დააქცია ქვეყანა, მოშალეს სახელმწიფო ინსტიტუციები. იუსტიციის სახლის აღმშენებლობა პირდაპირ უკავშირდება გიორგი ვაშაძეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა თითოეულ ასეთ პოლიტიკოსს ქვეყანა უნდა მოეპოტინოს,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ყრილობას ესწრებოდნენ იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის  “ძალა ერთობაშია"-ს  წევრები. ეს პარტიებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები