03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
წყალდიდობა ოთარაშენში

ადიდებულმა წყალმა გორის რაიონის სოფელ ოთარშენში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. სახლების გარდა, განადგურებულია ხეხილის ბაღებიც.

ადგილობრივების თქმით, პრობლემა სოფელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გადასასვლელი ხიდი გაკეთდა. ავტობანის სადრენაჟო სისტემიდან წამოსული წყლის ნაკადი სწორედ ოთარაშენში საცხოვრებელ სახლებთან იყრის თავს და მცირე ნალექის შემთხვევაშიც მათ დიდი ზარალი ადგებათ.

წუხანდელი წყალდიდობის შედეგად დატბორილი ეზოები გორის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა გაწმინდეს. 

დღის ამბები