03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
მილიონ 800 ათასი ლარი ქუთაისის მერიის თანამშრომლების პრემიებზე დაიხარჯა

ქუთაისის მერიაში, 2013 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით, მილიონ 800 ათასი დაიხარჯა.

ინფორმაციას ქუთაისის მერიასა და იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში გასული წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს.

მათი განცხადებით, ერთადერთი მუნიციპალიტეტი რეგიონში, სადაც 2013 წელს პრემია და სახელფასო დანამატი საერთოდ არ აუღიათ, ტყიბულია.

მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად უწყება პარლამენტს მოუწოდებს, საკითხი საკანონმდებლო დონეზე დროულად დარეგულირდეს.

 

დღის ამბები