03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
სოკოთი მოწამლული ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის კლინიკაში სოკოთი მოწამლული ბავშვი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში რუსთავი 2-ს განუმარტეს, ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

კლინიკის პრესამსახურის ინფორმაციით, ბავშვი უკვე საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.

სოკოთი ინტოქსიკაციის მაჩვენებელი კი იზრდება. მხოლოდ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 3 ბავშვი გადის მკურნალობას. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გამთენიისას შეიყვანეს.

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოწამლულ ბავშვთა მდგომარეობა სტაბილურია.

ქვეყნის მასშტაბით სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევები ორმოცს აჭარბებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები