03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ისნის რაიონის გამგებელი საკრებულოში არ გამოცხადდა

საკრებულოში დაგეგმილი შეხვედრა უმცირესობასა და ისნის რაიონის გამგებელს შორის არ შედგა. ვახტანგ ქიზიყურაშვილი ოპოზიციის წევრებთან სხდომაზე არ მივიდა.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ქიზიყურაშვილს სხდომაზე მისვლას კანონი ავალდებულებდა.

შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის გამგებელი საკრებულოში დღეს უმცირესობის მოთხოვნით იყო დაბარებული. მასთან კითხვები გამგეობის თანამშრომლების გაშვებასთან და მათზე შესაძლო ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

სხდომაზე ისნის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც იყვნენ მიწვეული. 

 

დღის ამბები