03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
"წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ დავნერგავთ არქიტექტორებთან შეხვედრის პრაქტიკას," - ნინო ღოღობერიძე

ამ წუთებში მერიაში არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელები არქიტექტორებს ხვდებიან.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ იმ კონკურსებს, რომლებიც დაგეგმილ პროექტებზე გამოცხადდა. მათ შორის ერთ-ერთი თემა პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობაა. დღესვე განიხილება ძველი ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაგეგმილი საბაგიროს მშენებლობა, რომლის მაკეტიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლლების დროს არსებობდა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც არქიტექტორებთან არ განიხილებოდა დაგეგმილი პროექტები, ისინი დანერგავენ მათთან შეხვედრების პრაქტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის სწორი განვითარებისთვის. 

დღის ამბები