03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ოსკარების 87-ე ცერემონია მსახიობი პატრიკ ჰარისი წაიყვანს

ოსკარების რიგით 87-ე ცერემონიას მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისი გაუძღვება. მან განსაკუთრებული პოპულარობა ტელესერიალში ”როგორ შევხვდი დედაშენს” შესრულებული როლით მოიპოვა.

ნილ პატრიკ ჰარისს წარსულში "ემისა" და "ტონის" დაჯილდოების ცერემონიების წაყვანის გამოცდილებაც აქვს, ახლა კი აცხადებს, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა.

ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის რჩეულებს ლოს-ანჯელესში 22 თებერვალს დააჯილდოებენ, ნომინანტები კი 15 იანვარს დასახელდებიან.

დღის ამბები