23 დეკემბერი 2024,   13:01
ვრცლად
პულტებით მანიპულაცია - დეპუტატი ისკო დასენი სხვის მაგივრად აძლევდა ხმას

საკანონმდებლო ორგანოში პროცედურებისა და რეგლამენტის დარღვევის გამო დაპირისპირება მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისკო დასენი სხვა დეპუტატის პულტით სარგებლობდა და კენჭისყრაზე ხმას სხვისი პულტით აძლევდა. ამ ფაქტს ოპოზიციის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მათ დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა აქვთ.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„რომ გაამკაცრეთ ჩვენი მუშაობის პირობები, კარგია, მაგრამ ცუდია, რომ პარლამენტში ზოგიერთი კოლეგა სხვის მაგივრად მონაწილეობს კენჭისყრაში. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, რომელიც ამას ადასტურებს. ამ წუთას არის დაფიქსირებული, უმრავლესობის წევრები როგორ აძლევენ ხმას სხვა დეპუტატების ნაცვლად. ვითხოვ, რომ ეს მასალა მიიღოს შესასწავლად პარლამენტის შესაბამისმა უწყებამ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი და პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას არათანაბარ პირობებში ამყოფებენ. მათი თქმით, ირაკლი კობახიძე დარღვევების შემთხვევაში მხოლოდ ოპონენტებს აჯარიმებს.

დაკავშირებული სურათი„წინა სხდომაზე მე გავაკეთე განცხადება სხვისი პულტების გამოყენების შესახებ და მოვითხოვე შესაბამისი რეაგირება, მაგრამ თურმე იმიტომ, რომ სხდომის წამყვანმა არ მისცა დავალება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს იმ წუთსვე, ეს საკითხი არ შეისწავლება. ახლა როდესაც გაირკვა, რომ თურმე ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელია, ახლა შეისწავლება. ასე, რომ ბატონო ირაკლი, კატეგორიულად ვითხოვთ, თუ იმ ადამიანების მიმართ არ მოხდება სანქციების გამოყენება, ნებისმიერი სხვა სანქცია, რომელიც იქნება გამოყენებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი უმრავლესობის ხელში,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

ოპოზიციის წევრების განცხადებების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს ბრალდებითვე უპასუხა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლმა სხვისი პულტით გაიარა დღეს რეგისტრაცია.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთი საათია გრძელდება.

 

დღის ამბები