23 დეკემბერი 2024,   17:24
ვრცლად
"მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი რომ არ ებრძოდეს რუსეთიდან მართულ რეჟიმს, ეს გააჩენდა კითხვებს ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ" - ირაკლი ფავლენიშვილი თორნტონის განცხადებაზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მაკ კეინის ინსტიტუტის ანგარიში და ლორა თორნტონის განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ქართული ოცნების" დღეები დათვლილია. უმრავლესობა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს, განსხვავებულია შეფასება ოპოზიციაში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, თორნტონის განცხადებაში უცნაური არაფერია.

"ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი რომ არ ებრძოდეს რუსეთიდან მართულ რეჟიმს, ეს გააჩენდა კითხვებს ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ. ის, რომ ქალბატონი ლორას და მათ შორის, ყველა ის ადამიანი რომელიც მაკკეინის ინსტიტუტთან იქნება აფილირებული და ზოგადად, ამ ადამიანის მემკვიდრეობის გამომხატველი იქნება, ბუნებრივია, რომ დაუპირისპირდება ივანიშვილს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები