მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს მიმართავს და მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:
"მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსა და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძის განცხადებაზე შეფასება გაკეთდა ოპოზიციაში - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ქართული ჯარის, ისევე როგორც ქვეყნის წინაშე, არსებობს სერიოზული გამოწვევა.
“ზოგადად, ადამიანები, რომლებიც უკანონო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და კონსტიტუციური პრინციპებიდან დარღვეული არის მთლიანად პროცესი, ამ შემთხვევაში ყველა ასეთ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და უნდა გამოხატოს კიდევაც, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უწყების წარმომადგენელი იქნება.
რაც შეეხება 29 რიცხვს, მათ შორის ის, რომ ეს ადამიანი უკანონოდ არის არჩეული საქართველოს პრეზიდენტად, რომელიც უნდა იყოს მთავარსარდალი, არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ქართული ჯარის და ქვეყნის წინაშეც, იმიტომ, რომ შეუძლებელია შევეგუოთ ამ რეალობას", - აცხადებს "ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
კოალიცია "ძლიერი საქართველო" ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ჯარი უნდა იდგეს ლეგიტიმურობის მხარეს, და ამბობს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი.
"ჯარი უნდა იდგეს ყოველთვის ლეგიტიმურობის მხარეს. ლეგიტიმურ ხელისუფალს უნდა დაემორჩილოს და დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც გადაურჩა
ძალადობას, დევნას, სიყალბეს, არის საქართველოს პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი. შესაბამისად, არალეგიტიმურ ინსტიტუციებს საქართველოს ჯარი არ უნდა დაემორჩილოს“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე,