03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან თანხის მითვისების ახალ სქემას ახმაურებს

,,ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ხელფასები გაიცა.

როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ხელფასის სახით 80 ათასი ლარი გაიცა და აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.

,,მე მაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ადგილი ჰქონდა გაუგონარ ფაქტს. გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გამოწერეს ხელფასები. ჩემი ინფორმაციით, ეს არის 80 ათასი ლარი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მაშფოთებს ის ფაქტი, რომ საქმე აღძრულია მხოლოდ მოლარის დონეზე. ეჭვი მეპარება, რომ მოლარეს თვითონ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება. ამიტომ ვთვლი, რომ სრულფასოვანი გამოძიებაა ჩასატარებელი. გამიგია მკვდარ სულებზე ხელფასების გამოწერა, მაგრამ არასოდეს მსმენია, ეს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე მომხდარიყოს," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

დღის ამბები