03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ხობის ხარების მონასტერში სოკოთი სამი მონაზონი მოიწამლა

სოკოთი მოწამვლის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. ხობის რაიონის ხარების მონასტრის სამი მონაზონი ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის საავადმყოფოში თავად მივიდა. სათანადო მკურნალობის შემდეგ ექიმებმა ისინი კლინიკიდან გაწერეს.

როგორც ირკვევა, მონაზვნებმა კერძი მონასტრის ეზოში დაკრეფილი სოკოსგან მოამზადეს.

ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სოკოთი ინტოქსიკაციის 20-მდე ფაქტია რეგისტრირებული. ერთ-ერთი შემთხვევა ფატალურად დამთავრდა. ექიმებმა 5 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. რამდენიმე პაციენტი კვლავ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ ტყის სოკოს მიღებისგან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სოკო შეიძლება შხამიანი არ იყოს, მაგრამ ის ერთ-ერთი ძნელად მოსანელებელი პროდუქტია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები