03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
მეშვიდე საპყრობილეში პატიმრები სხვაგან გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ

სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში პატიმრების შიმშილობა გრძელდება. ადვოკატების ინფორმაციით, 10-ზე მეტი პატიმარი უკვე 24 დღეა, შიმშილობს. მოშიმშილეებს შორის არიან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარების მქონე პირებიც. მათი ნაწილი უკვე სამი დღეა, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

პატიმრების მეშვიდე დაწესებულებიდან სხვა საპატიმროში გადაყვანას ითხოვენ, რადგან დაწესებულებაში არასათანადო მდგომარებაა.

ამ მოთხოვნის მქონე პატიმრების გვარები დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მათმა ადვოკატებმა გადასცეს. ამის პარალელურად აქცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან იმართებოდა, სადაც პატიმართა ოჯახის წევრები და ადვოკატები მსჯავრდებულების მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას მათი მშობლებიც დაიწყებენ.

მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სატელევიზიო კომენატარი არ გაკეთებულა. ისინი ჟურნალისტებთან პირადი საუბრისას განმარტავენ, რომ ოფიციალურად მხოლოდ 5 მსჯავრდებული შიმშილობს და მათ სხვა დაწესებულებაში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ გადაიყვანენ.

დღის ამბები