03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
პრეზიდენტი ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა

ქალთა მიმართ გაზრდილი ძალადობის ფაქტებზე და ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე გიორგი მარგველაშვილმა ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან მიიღო. 

გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა მასმედიის წარმომადგენლებთანაც. გასულ კვირას სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ანალოგიურ შეხვედრებს მარგველაშვილი სისტემატიურად გამართავს. 

შეხვედრაზე ერთის მხრივ, ის პროექტები განიხილეს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ახორციელებენ. 

დღის ამბები