03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
წალკის გამგებელს ნავთლუღის სპეცოპერაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ

არასამთვარობო ორგანიზაცია "ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნავთლუღის სპეცოპერაციაში მონაწილეობაში წალკის გამგებელს, ილია საბაძეს ადანაშაულებს.

ნატალია ხოხიაშვილი განმარტავს, რომ წალკის მცხოვრების მურმან ართმელაძის ინფორმაციით, ილია საბაძე, რომელიც იმ დროისთვის უშიშროებაში მუშაობდა, მას სპეცოპერაციამდე დაღუპულებისთვის თვალყურის დევნას ავალებდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურატურას საქმის სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას სთხოვს და უწყებას ილია საბაძისა და მურმან ართმელაძის დაკითხვისკენ მოუწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტეროტორიაზე ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები