03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
მოკლული ტაქსის მძღოლის ნათესავები დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

მოკლული ტაქსის მძღოლის ოჯახის წევრები ზუგდიდში პოლიციასთან აქციას მართავენ. გოდერძი შამუგიას ოჯახის წევრები დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური გზატკეცილის გადაკეტვა სცადეს.

"უნდა მოვკლა ჩემი ძმის მკვლელი. ორჯერ ნასამარTლევი რომ გამოუშვეს, რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ ჩემს შვილს არ მოკლავს? სახალხოდ უნდა ჩაიქოლოს," - აცხადებს მოკლული გოდერძი შამუგიას ძმა.

შეგახსენებთ, რომ გოდერძი  შამუგია ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში  მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა გახდა. უწყების ცნობით, უკვე დადგენილია დამნაშავის ვინაობა და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები