03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
ბათუმის ინდუსტრიული კოლეჯის ყოფილ შენობაში სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ

ბათუმის ინდუსტრიული კოლეჯის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველებმა დაიკავეს. შენობაში 8 ოჯახი გამთენიისას შეიჭრა, რომლებიც რამდენიმე წელია ქირით ცხოვრობენ. ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ და მთავრობის წევრებს დროებითი საცხოვრებლის გამოყოფას სთხოვენ.

სოციალურად დაუცველებს  შორის ერთი მრავალშვილიანი დედაა, ერთ ოჯახს კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ჰყავს.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათთან ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველები შიმშილობის დაწყებასაც აპირებენ.

მიტოვებული შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

დღის ამბები