03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სახლის დაცლას სთხოვენ

„პაპუაშვილი ამ სახლში ცხოვრობს უკანონოდ,“- ამ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახლთან შეკრებილი პირები „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას აკეთებენ.

პაპუაშვილის მიერ სახლის დაცლისა და ყოფილი მეპატრონისთვის მისი დაბრუნების მოთხოვნით მის საცხოვრებელთან არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები” და სახლის ყოფილი მფლობელის ნათესავები შეიკრიბნენ

”ახალგაზრდა ადვოკატების” კვლევის თანახმად, პაპუაშვილის სახლის ყოფილ მფლობელს როლანდ ბლადაძეს საცხოვრებელი უკანონოდ ჩამოართვეს. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი შენობა 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადასცა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სახლი როლანდ ბლადაძემ 1998 წელს შეიძინა, თუმცა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დაკავებისას მას შენობა დაუსაბუთებელ ქონებაში ჩაუთვალეს და ამ მოტივით ჩამოართვეს.

ადვოკატი განმარტავს, რომ 2012 წელს დასრულებული გამოძიების თანახმად, ბლადაძისათვის ქონების ჩამორთმევის საფუძვლები გაუქმებულია. როლანდ ბლადაძის ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. მისი ახლობლების ინფორმაციით, მას საქართველოში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლოში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები