03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
პარლამენტთან სამმა მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა

პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და თვითმკვლელობა სცადეს.

სამმა ქალბატონმა წნევის წამლების დიდი დოზა მიიღო და ასე სცადა თვითმკვლელობა. სუიციდის მცდელობა სამართალდამველებმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღკვეთეს.

აქციის მონაწილეების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა, აქციის მონაწილეებმა გულისწყრომა პარლამენტისთვის კვერცხების სროლითაც გამოხატეს, თუმცა სამართალდამცველების დროული ჩარევის შემდეგ ეს ინციდენტიც აღიკვეთა.

იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებისგან დაბალდეპოზიტიანი და გრძელვადიანი სესხის გამოყოფას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გამართვას კვლავ აპირებენ. 

დღის ამბები