19 ოქტომბერი 2020,   20:38
ვრცლად
ისრაელმა სირიის წინააღმდეგ ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელმა სირიის წინააღმდეგ ავიაიერიშები განახორციელა. არმიის ცნობით, დამასკოს მხრიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს, შეტევა კი სწორედ ამ იერიშის საპასუხოდ მიიტანეს.

ისრაელის ავიაციამ დამასკოს მახლობლად სირიის სამხედრო ობიექტები და სადაზვერვო პოსტები დაბომბა.

გავრცელებული ცნობით, იერიშის შედეგად სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანა აგრესიას არ მოითმენს და საპასუხო დარტყმის ბრძანება მან პირადად გასცა. 

დღის ამბები