03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ახალი ინტერნეტ ტელევიზია “fresh news”

გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის პროდუქტის ხილვა დღეიდან მომხმარებელს ინტერნეტში შეეძლება. ალტერნატიული ახალი ამბების წარმოების ამაბიციით “fresh news”-ი უკვე ინტერნეტ სივრცეშია.

ძველი და ახალი თაობის ჟურნალისტების ჯგუფი ბოლო პერიოდია ქვეყნისთვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით დაგროვილ და პასუხგაუცემელ შეკითხვებზე პასუხებს აგროვებს.

“fresh news”-მა ინტერნეტ მომხმარებლისთვის 5 რუბრიკას მოამზადა. საგამოძიებო ჟურნალისტიკა, განსხვავებული კუთხით დანახული ახალი ამბები, ქუჩის გამოკითხვები თბილისსა და რეგიონებში - ეს ახალი ინტერნეტ ტელევიზიის მიერ შექმნილი პროდუქტებია, რომელსაც ჟურნალისტთა ჯგუფი მომხმარებლებს ყოველდღიურად შესთავაზეებს.

ჟურნალისტად გახდომის საშუალებას “ფრეშ ნიუსი” თავის მომხმარებელს რუბრიკა ”შენი გვერდის” საშუალებით მისცემს, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი მასალის ატვირთვა. 

დღის ამბები