03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
სოფელ ყარათუბნის მოსახლეობა ოჯახის გასახლებას მოითხოვს

ხმაური იყო ადიგენში - სოფელ ყარათუბნის მოსახლეობა მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის გასახლებას ითხოვს. მოკლულთა ახლობლების პროტესტი ბრალდებულის მამის სახლში დაბრუნებას მოყვა.

ადგილზე ვითარების განსამუხტად საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა ბრალდებულის მამის უსაფრთხოდ გაყვანა.

მკვლელობა სოფელ ყარათუბანში 28 აგვისტოს მოხდა. დავით კუბლაშვილი, რომელსაც სამი ახალგაზრდისთვის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობების მიყენება ედება ბრალად, წინასწარ პატიმრობაშია.

დღის ამბები