03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
თბილისობის ბიუჯეტი რამდენიმე დღეში დაზუსტდება

თბილისობის აღსანიშნავი დღესასწაულების დაფინანსებისათვის დედაქალაქის მერია, დაახლოებით, 850 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. საორგანიზაციო საკითხებზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ღონისძიებების ბიუჯეტი რამდენიმე დღეში დაზუსტდება. საკითხს საკრებულოს კულტურის კომისიის სხდომაზე განიხილავენ, დოკუმენტს კი საბოლოოდ, საკრებულოს ბიურო დაამტკიცებს. თბილისის მერი დავით ნარმანია ნავარაუდევი თანხის შემცირებას არ გამორიცხავს.

„ბიუჯეტი 850,000 ლარამდე იქნება, თუმცა თანხის ჯამური რაოდენობა პროგრამების დამტკიცების შემდეგ დაზუსტდება.  ამასთან, მცირდება კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს თანხა შემცირდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისობა 25-26 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცენტრალური ღონისძიებები რიყესა და მეიდანზე გაიმართება. თბილისობა სპორტული მარათონით გაიხსნება; ასევე დაგეგმილია კონცერტები, გამოფენები და სხვა მრავალფეროვანი სანახაობები. დავით  ნარმანიას განცხადებით, თბილისობაზე მოსახლეობას ბევრი სიახლე ელის.

„წინა წლებში ჩატარებული თბილისობებისგან ეს განსხვავებული იქნება იმით, რომ ღონისძიებები ერთის მხრივ მთელი ქალაქის ტერიტორიაზე იქნება გაშლილი, მეორეს მხრივ იქნება ღვინის დეგუსტაციასთან და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სიახლეები“, - განმარტა თბილისის მერმა.

დღის ამბები