03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
"თავისუფალი ზონის" ოფისს კვერცხები და ქვები დაუშინეს

„კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის წინააღმდგ“  საშიშ ფორმებს იღებს“-ეს განცხადება გოგა ხაჩიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც  „თავისუფალი ზონის“ ოფისს უცნობმა პირებმა ქვები და კვერცხები დაუშინეს.

უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ დროს შეაჩეროს ეს პროცესი, რადგანაც თვითონ მართავს მას. ხაჩიძის თქმით ეს არის იმ წახალისების შედეგი, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის წვრების თქმით მათ არ აქვთ იმედი, რომ დამნაშავეებს დააკავებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები