03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი მომავალი წლიდან ამოქმედდება

ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2015 წლის ბოლოს ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ავრცელებს. ზია მამედოვის ინფორმაციით, სამი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ.

„სარკინიგზო დერეფანი სამ ქვეყანას კიდევ უფრო აკავშირებს ერთმანეთთან, ეს იქნება დიდი ეკონოკური დატვირთვის მქონე პროექტი“, - აცხადებს აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი.

ზია მამედოვმა ეს განცხადება აზერბაიჯანში სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. შეხვედრას აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართულ მხარეს ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი წარმოადგენდა. 

დღის ამბები