26 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
"ოცნების" მხარდამჭერები 25%, ოპოზიციური ხმები 39% - კურიერმა IRI-ის ის კვლევა მოიპოვა

ხალხის პოლიტიკურ განაჩენი ქართული ოცნება - ბოლო რეიტინგები აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის მხარდაჭერას და ხელისუფლებას კარგავს.

"კურიერმა" მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.

კვლევა 15 ივნისამდე, "გავრილოვის ღამემდე" 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. "პატრიოტთა ალიანსის" 5%, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 5%.

დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს და სავარაუდოა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სურათი კიდევ უფრო შეცვლილია და შეცვლილია ქართული ოცნებისთვის არასასურველი მიმართულებით. 

დღის ამბები