ბონში გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, სერგეი ლავროვის გამოსვლიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
უწყება ტვიტერის ქსელში წერს, რომ „რუსთავის 2“-ის შეკითხვაზე, რამდენადაა საჭირო საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი, სერგეი ლავროვმა აქცენტი საქართველოში საჭირო პროქართული არხის მნიშვნელობაზე გააკეთა.
ზუსტად იმავე ტექსტს ასაჯაროებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალური წარმომაგდენელი მარია ზახაროვა „ფეისბუქის“ პირად გვერდზეც.