07 მაისი 2024,   14:19
ვრცლად
ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების პროცესი დაიწყო - ბრალდებულის ოჯახმა აქცია გამართა

სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების საქმე - ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ყოფილი მერის და სხვა მაღალჩინოსნების პროცესი დაიწყო.

სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. ასევე დაკავებულების უფლებადამცველები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულ არჩილ ვანაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ვანაძე უდანაშაულოა და უკანონოდ არის დაპატიმრებული. აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის ყოფილ მერს და ბათუმის მერიის მაღალჩინოსნები სასმართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი თვის წინ დააკავეს. გიორგი ერმაკოვთან ერთად 6 მაღალჩინოსანია დაკავებული.

დღის ამბები