03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
თბილისობის ბიუჯეტს არც ოპოზიცია უჭერს მხარს და არც მმართველი გუნდი

საკრებულოში თბილისობისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

განხილვა დღეს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე გაიმართა. განხილვის შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მერიამ დეტალურად გაუწერელი დოკუმენტი წარმოადგინა.

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე ამბობს, რომ დოკუმენტში „კონკრეტულ ღონისძიებებზე დასახარჯი თანხები დამრგვალებული რიცხვებითაა წარმოდგენილი და დეტალურად გაწერილი არ არის.“

ამავე მიზეზის გამო თბილისობისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებენ ოპოზიციის წარმომადგენელები.

განხილვას მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც  თბილისის მერიის კულტურელ ღომისძიებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ზურან წერეთელი აცხადებს, წლევანდელი „თბილისობა ერთი მესამედით იაფი ჯდება, ვიდრე ნაციონალების დროს ჩატარებული თბილისობები.“

რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება თბილისობის დღესასწაულისთვის, ეს ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები