03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
მოკლული მარია წივწივაძის ოჯახი მომხდარში შსს-ს ადანაშაულებს

მარია წივწივაძის ოჯახი მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ შვილს ყოფილი მეუღლე, ლაშა მაღრაძე მკვლელობით ემუქრებოდა. ოჯახი აცხადებს, რომ რამდენჯერმე მათ დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მარია წივწივაძეს, თავდაცვის მიზნით, გაზის ბალონი დაჰქონდა. დღეს კი უნივერსიტეტში ლექციებზე დედამ მიაცილა.

მოკლული წივწივაძის ოჯახის წევრები და მეგობრები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ილიას სახელობის უნივერსიტეტში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მარია წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები