19 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ივანიშვილის პირადი შურისძიება - ოპოზიცია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აფასებს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებენ. ოპოზიცია "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებად აფასებს და ახალი ტელევიზიის დაანონსებას უკავშირებს.

ნიკა გვარამიას გამოკითხვის შინაარსმა ხელისუფლების ოპონენტებს პოლიტიკური დევნის შესახებ არსებული ეჭვი საბოლოოდ დაუდასტურა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოც და პროკურატურაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად დაკვეთას ასრულებენ და ოლიგარქის ყველა ოპონენტს ციხის გისოსებით განეიტრალებას უპირებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური ველის გასასუფთავებლად დგამს, დიქტატურის ოფიციალურად გაფორმებაა.

ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, 20 ივნისის აქციის მონაწილეები, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე და პოლიტიკური ოპონენტების დაუსრულებელი გამოკითხვები პროკურატურაში - ოპოზიციის შეფასებით, ნიკა გვარამიას დაკითხვაც ამ მთლიანი ჯაჭვის რგოლია, რომლითაც ხელისუფლება არსებობის გახანგრძლივებას ძალადობრივი მეთოდებით და დაშინებით ცდილობს.

ოპოზიციის ამ განცხადებებს პოლიტიკურ ისტერიას უწოდებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც და "ქართული ოცნების" სხვა წევრებიც სხვა საქმეების მსგავსად, ნიკა გვარამიას საქმეზეც იმეორებენ, რომ პოლიტიკური დევნა საქართველოში არ არსებობს.

მამუკა ბახტაძემ კი "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები