03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
„ქმრები კლავენ ცოლებს,“ - თეა წულუკიანი

ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობაზე იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „არჩევანში“ 14 ოქტომბერს ისაუბრა.

კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მხოლოდ მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ აგრესიაა გაზრდილი.

„საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა. ამას აჩვენებს ის რიცხვები, რომელიც დათვლილია სხვადასხვა მეთოდით. ერთადერთი, კაცების მხრიდან ქალების მიმართ აგრესიამ იმატა - ქმრები კლავენ ცოლებს, მაგრამ კრიმინალის ზრდა მეტი არსად არ დაფიქსირებულა,"  -განაცხადა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები