26 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
ბრაზილიაში ნარკოდილერმა ციხიდან გაქცევა თინეიჯერი შვილის ტანსაცმელში გადაცმულმა სცადა

ციხიდან გაქცევის უშედეგო მცდელობა ბრაზილიაში - რიო დე ჟანეიროში ნარკოდილერმა საპატიმროდან გაპარვა თინეიჯერი შვილის ტანსაცმელში გადაცმულმა სცადა. პატიმარს თავზე პარიკი და სახეზე სილიკონის ნიღაბიც ეკეთა. გაქცევის მცდელობა სამართალდამცავებმა აღკვეთეს.  

ინციდენტამდე 42 წლის მამაკაცთან სანახავად 19 წლის შვილი და ოჯახის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანს პოლიცია ჰკითხავს. გამორიცხული არ არის, ბრალდებულს თანამზრახველებიც გამოუჩნდნენ.

ნარკოდილერმა, რომელსაც 73 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხიდან გაქცევა 2013 წელსაც სცადა.

დღის ამბები